საახალწლო განათებებთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განაცხადებს ცოტა ხნის წინ უპასუხა თბილისის მერმა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიონ საახალწლო განათებაში დახარჯული მილიონების მიზნობრიობა.
“მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან ხელშეკრულება გაფორმებული იყო, თუ არ ვცდები სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო და ზოგადად კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 ათასი ევროს ხელშეკრულება, არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათა შორის გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი საახალწლოდ და მათ მიიღეს აღიარება, რომ ყველაზე საუკეთესოდ იყო მორთული ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია იმის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე საუკეთესო და იყოს ყველაზე ლამაზი. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ეს აბსურდული განცხადებები, რაც მოვისმინეთ გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან“ - განაცხადა კახა კალაძემ.