"დისქავერის" შოუს „ამერიკული კუნთის“ წამყვანი მაიკ ბარვისი საქართველოშია. ცნობილი ტელეწამყვანი ჩემპიონთა აკადემიას ესტუმრა და ქართველ სპორტსმენებს მასტერკლასი ჩაუტარა.
„ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, ჩემპიონთა აკადემიასთან თანამშრომლობაა. ეს ერთადერთი ადგილია ევროპაში, რომელშიც ჩემი მეთოდით ხდება სპორტსმენების მომზადება, ამ მეთოდს მსოფლიოს 42 სხვადასხვა სპორტში წამყვანი ათლეტები იყენებენ. ვარჯიშები აქტიურად მიმდინარეობს, ხალხი აქ ძალიან მონდომებულია, თუმცა მათ არ იციან სწორი გზა და მეცნიერება, რომელიც ვარჯიშის უკან დგას. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება შევხვდე მათ და დავეხმარო წარმატების მიღწევაში,“ - აცხადებს მაიკ ბარვისი.
„ამერიკული კუნთის“ წამყვანმა სპორტსმენები მის მიერ შექმნილი განსაკუთრებული მეთოდით ავარჯიშა, რომელსაც მაიამის დელფინები და ნიუ იორკ მეტსი იყენებს.