რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია - ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე. გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოსთვის პირველი ევროპული კონფლიქტია.
ასევე, პირველი საქმეა, რომელიც საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი.
ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მიზანი, 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მოპოვებაა.
მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით, დელეგაცია შეხვდა ასევე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებს.