20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
აქციები აშშ-ის საელჩოებთან - პალესტინელებს იორდანიაში, ლიბანში, ეგვიპტესა და თურქეთში, სოლიდარობა გამოუცხადეს

პალესტინელებს იორდანიაში, ლიბანში, ეგვიპტესა და თურქეთში სოლიდარობა გამოუცხადეს. დემონსტრანტებმა მსვლელობები შეერთებული შტატების საელჩოებთან მოაწყვეს და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქცია გაიმართა ამანთან მდებარე დევნილთა დასახლებაში, სადაც 1967 წლის ომის შედეგად დევნილი პალესტინელები ცხოვრობენ.

მათ ქუჩებში მსვლელობა სიმბოლურად ანთებული ჩირაღდნებით მოაწყეს. ანკარაში კი, მომიტინგეებმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება, შეერთებული შტატების საელჩოსთან დაგმეს.

აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა დიპლომატიურ უწყებასთან უსაფრთხოების ზომები მაინც გააძლიერეს. მიტინგს საელჩოს სახურავიდან ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ.

დღის ამბები