ბოლო 65 წლის წლის განმავლობაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პირველი სახელმწიფო მეთაური გახდა, რომელიც საბერძნეთს სახელმწიფოს ვიზიტით სტუმრობს. დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, საბერძნეთის პრეზიდენტმა სტუმარი სადილზე მიიწვია და ლიდერებმა საუბრის ტონიც შეცვალეს.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად უნდა ააშენონ ახალი მომავალი.
მოლაპარაკებების მთავარი თემა კვიპროსის საკითხი და საზღვრების თემა იყო, თუმცა საბერძნეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1923 წელს ლოზანაში ხელმოწერილი შეთანხმება გადახედვას არ ექვემდებარება.
ამ ხელშეკრულებით დადგინდა დღევანელი თურქეთის და საბერძნეთის საზღვრებიც.