„მესმის ოპოზიციის განწყობა და პათოსი, რომ რაღაც თემა დაიჭირონ. მაგრამ ვფიქრობ, თავად განცხადების შინაარსი არის უმსგავსო, ვინაიდან, უმსგავსო არ გავს პოლიტიკური გუნდის სერიოზულ განცხადებას,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ თანაგუნდელის, შოთა შალელაშვილის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
შალელაშვილმა გუშინ პრემიერმინისტრს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა. ამას კი, პრემიერმინისტრისა და უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
გიორგი ვოლსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შალელაშვილის განცხადებას მმართველი გუნდის წევრების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, ვოლსკის თქმით, „მის თავზე შავი ღრუბელი“ არ შეიკრიბება. ვოლსკის თქმით, აღნიშნული თემის განსახილველად მმართველი გუნდი არ შეიკრიბება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ შოთა შალელაშვილის სუს-ში მისვლა „დაბარებად“ მხოლოდ ოპოზიციამ აღიქვა.