20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ბიზნესმენ კურჩენკოსთან კავშირები - უკრაინაში მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ჩაშლის პირასაა

უკრაინაში მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ბიზნესმენ კურჩენკოსთან კავშირების შესახებ ჩაშლის პირასაა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "სტრანა" ავრცელებს.

გამოცემა უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაციაში მონაწილე ორი აგენტიდან ერთ-ერთი რუსეთის უშიშროების ჯაშუში იყო, რომელმაც მოულოდნელად, რუსეთიდან კიევში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

როგორც სტრანას უკრაინის უშიშროების სამსახურის წყარომ აცნობა, სწორედ ამ აგენტს ჰქონდა ხელთ მიხეილ სააკაშვილისა და რუსი ოლიგარქის კურჩენკოს კავშირებზე მტკიცებულებების ბაზა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახური არ გამორიცხავს, რომ რუსი ოლიგარქისგან, კურჩენკოსგან თანხის გადაცემა საერთოდ ყალბი იყო, რომელიც სწორედ რუსეთის სპეცსამსახურის აგენტის დადგმულია.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სევერიონ დონღაძის ადვოკატებიც ამბობენ, რომ აღნიშნული საქმე ჩაშლის პირასაა.

„სააკაშვილის გუნდის დადანაშაულება პუტინთან და კრემლთან კავშირში სრული სისულელე და აბსურდია. გავრცელებული მასალები კი, სულ სხვა რამეზე მიუთითებს, თავად უკრაინის ხელისუფლებას აქვს კაშირი რუსეთის სპეცსამსახურთან,“ - განაცხადა იურისტმა, იაროსლავ პოგარსკიმ. 

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები