„არის ებრაელი და ბუნებრივია, რომ თავისი ბუნებით ებრაელია და ცდილობს, რომ თუ სადმე შეუძლია, ებრაელ ხალხს გაუკეთოს სიკეთე, ცდილობს, რომ ყველგან თავისი აზრი გამოხატოს, ეს მისი პოზიცია იყო,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე, გიორგი ლომია „ქართული ოცნების“ წევრის, შოთა შალელაშვილის განცხადებას.
შოთა შალელაშვილმა პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა და მთავრობას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება სთხოვა.
გიორგი ლომიას შეფასებით, სუს-ში დაბარება შეუსაბამო ქმედება იყო.
„კაცმა გამოხატა პოზიცია და მოწოდება კი არ გაუკეთებია, სთხოვა პრემიერმინისტრს, პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ არა, არ შეიძლება. გასაგები იყო მისთვის, აქციები არ გაუმართავს და ამიტომ, სუს-ში დაბარება ცოტა ნამეტანი მოუვიდა,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.