"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, კანდიდატებს შორის ურთიერთობა უკიდურესად მწვავდება. თავმჯდომარეობისთვის ბრალდებებით იბრძვის ირმა ჭკადუა, რომელიც წინამორბედს კანონდარღვევებში ადანაშაულებს.
„ზაზა არის ძალიან პატიოსანი ადამიანი, პატიოსანი წარსულით და ზაზა ხატიაშვილის ფარად გამოყენება ჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან საეჭვო წარსული გააჩნიათ. იქ არის ჯანაშიას ფრთა, სადაც ასევე, მრავლად არიან მხარდამჭერები და ასევე, ლანჩავა. არც ლანჩავას პროტესტი არ გამიგია 9 წლის განმავლობაში, არც კორძაძის, არც ჯანაშიასი და არც მითუმეტეს, ასათიანის. ყველა იყო კომფორტულად მოკალათებული, კარგად გრძნობდნენ თავს მაშინ, როდესაც ჩვენ ყინვაში ვიდექით და ყინვაში ვიცავდით ჩვენს კოლეგებს და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, 200 დაპატიმრებული ადვოკატი გვყავდა,“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა დავით ასათიანის და მისი ჯგუფის ინტერესების შესაბამისად. ადვოკატის თქმით, საგრანტო დაფინანსება ბურუსით არის მოცული. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ფინანსები ადვოკატების განვითარებას ნაკლებად ხმარდებოდა.
„მე ვერავინ დამაჯერებს, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემისა ზაზა ხატიაშვილის მიმართ, რომ ის საკუთარი ხელფასის ხარჯზე დადის თვეში 3-4-ჯერ საზღვარგარეთ,“ - განაცხადა კოტრიკაძემ.