20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
არ შემშინებია პუტინის და მით უმეტეს, არ მეშინია წვრილმანი ქურდების ხროვის - მიხეილ სააკაშვილი

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე მისი პირველი მიმართვა ვრცელდება. ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი ადასტურებს, რომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

"მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდნის გამარჯვება მოიპარა და საკუთარ ერს უღალატა, რომელიც კონსტიტუციის გარანტიიდან კორუფციის გარანტად იქცა. არ შემშინებია პუტინის და მით უმეტეს, არ მეშინია წვრილმანი ქურდების ხროვის," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინელ და ქართველ ხალხს და ბრძოლას კორუცფიული სისტემისა და ოლიგარქატის წინააღმდეგ განაგრძობს. 

"არ შეგეშინდეთ, ისინი ძალიან სუსტები არიან, ეს თავადაც ესმით და ამიტომაც ეშინიათ ასე ძალიან. ისინი ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც თქვენ," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ქუჩაში გავიდნენ. 

"10 დეკემბერს, 12 საათზე, შევჩენკოს პარკში. იქ უნდა იყოს ყველა," - წერია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები