20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
უკრაინის მთავრობას მისი ციხეში ჩასმის ეშინია - რადას დეპუტატები სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან

„როდესაც მან დაიწყო სიმართლის თქმა პრეზიდენტის გარემოცვაში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ის სწრაფად გადაიქცა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ,“ - ასე აფასებს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, სერგეი ლეშენკო, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ლეშენკოს თქმით, უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ციხეში ჩასმის ეშინია, რის გამოც, შიდა პატიმრობაში ყოფნას თანხმდებიან.

„ის მოვლენები, რაც მის გარშემო ახლა ვითარდება, მისი ნეიტრალიზაციის მცდელობაა. მთავრობას მისი დაკავების ეშინია, ანუ ციხეში ჩასმის. მისი დეპორტაციაც არ სურთ იმიტომ, რომ არცერთი ქვეყანა არ თანხმდება ამ დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. მოიფიქრეს ასეთი სცენარი შიდა პატიმრობაში ყოფნის. იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მისი სახალხო შეხვედრების. ის უკრაინის საუკეთესო ორატორია,“ - განაცხადა სერგეი ლეშენკომ.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, იგორ სობოლევი, აცხადებს, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული უნდა იყოს.

„ის არ უნდა დამალულიყო, მეჩვენება რომ ეს მისი დანაშაულია. ის ღირსეულად უნდა წასულიყო და ეთქვა, ა, ბატონო, დამკითხეთ, მე არ ვიმალები. მაგრამ მაინც მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. ყველა ვარიანტში მას აქვს უფლებადამცველის ყოლის უფლება. მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდეს ყოველგვარი დარღვევების გარეშე. რაც შეეხება ისტორიას, რომელშიც ის გაეხვა, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პოლიტიკური ხრიკია,“ - აცხადებს იგორ სობოლევი.

დღის ამბები