20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
კარვებში ვიქნებით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს - სააკაშვილის მომხრეების ნაწილი რადას შენობასთან რჩება

უკრაინაში პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი კარვების ქალაქია. მიხეილ სააკაშვილის მომხრეების ნაწილი კვლავ რადას შენობასთან რჩება.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა კარვების ქალაქამდე მისასვლელი სამივე ქუჩა ახალი ბარიკადებით გაამაგრეს. 150 კარავიდან ერთ კარავში ქართველები იმყოფებიან. 

"კარვებში ვიქნებით, სანამ ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არ გაიმარჯვებს," - აცხადებს აქციის მონაწილე, რომან ახალაია. 

კარვების ქალაქიდან სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი იური კუცენკოს სახლთან მივიდა და საპროტესტო აქცია მოაწყო. 

აქციაზე ფლაერები მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით - "გამაგრდით და მიიღეთ მონაწილეობა 10 დეკემბერს დაგეგმილ იმპიჩმენტის მარშში", რიგდება. ეს მიმართვა საქარველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის უშიშროების სამსახურის იზოლატორიდან გამოაგზავნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები