20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
უკრაინამ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს - გიორგი ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას მმართველ გუნდში პოლიტიკურ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევენ. ქართული ოცნებაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გადადგმული ნაბიჯები უკრაინის პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

„პროცესებს აქვს ორი განზომილება, ერთი არის პოლიტიკური და მეორე - სამართლებრივი. პოლიტიკური განზომილების თვალსაზრისით, განცხადება იმის თაობაზე, რომ საერთოდ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მთავრობა უნდა წავიდეს, ცუდია თუ კარგია, ჩვენ ამას არ ვაანალიზებთ და მდგომაროება რომ მძიმეა, ყველამ ვიცით, მაგრამ ამ მეთოდით საკითხისადმი მიდგომა ქაოსს, დაპირისპირებას და უკრაინაში კიდევ ვითარების დამძიმებას წარმოადგენს, მით უმეტეს, რუსეთის ინტერესები სწორედ ამაში მდგომარეობს. იმის ლაპარაკი, რომ უსამართლოდ ექცევიან, ცოტს უფრო რთულია, თუ კარგი იურიდიული არგუმენტაცია არ გაგაჩნია. საერთოდ, მთლიანობაში ვფიქრობ, რომ უკრაინამ, ჩვენ მოვწონს თუ არა, უნდა იმოქმედოს სამართლებრივი ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები