07 დეკემბერი 2024,   18:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გასაპროტესტებლად ქალაქის ცენტრში მრავალათასიანი დემონსტრაცია იგეგმება

ციხე თუ შინაპატიმრობა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხს კიევის სასამართლო ხვალ განიხილავს. მანამდე კი კიევში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გასაპროტესტებლად ქალაქის ცენტრში მრავალათასიანი დემონსტრაცია იგეგმება.

ქუჩაში გამოსულები სააკაშვილის გათავისუფლებას და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციამდე 2 საათია დარჩენილი. ოპოზიციის ლიდერები საკუთარ გამოსვლებში აღწერენ ყველა იმ მიზეზს, რის გამოც, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც არ შეეგუებიან.

აქციაზე იქნებიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

 

დღის ამბები