20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
აქცია კიევში - მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გასაპროტესტებლად კიევის ქუჩებში უამრვი ადამიანი იკრიბება 

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გასაპროტესტებლად კიევში აქცია-მსვლელობა იმართება.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერები დამონტაჟებული სცენიდან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ. პირველი, ვინც აქციის მონაწილეებს მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი, იქნება. 

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების რაოდენობა უპრეცენდენტოდ დიდია, რომელიც არ ყოფილა მაიდნის მოვლენების შემდეგ. ადგილზე შეკრებილებილები არიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები. 

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტია.

 

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი 

დღის ამბები