გიორგი მარგველაშვილმა "2017 წლის წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ლაურეატები დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.
წინანდლის პრემია 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ენიჭებათ.
2017 წლის გამაჯრვებულების გამოსავლენად კონკურსი 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.