20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
იქნება ატესტაციები, კონკურსები - კახი კალაძე მერიაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

„გარკვეული ცვლილებები იქნება მომდევნო წლიდან,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახი კალაძემ მერიაში დაანონსებულ ოპტმიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს მერიაში კონკურსის წესით მოხდება თანამშრომლების შერჩევა და იგეგმება ატესტაციებიც.

„ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები, რეორგანიზაცია არის გამოცხადებული მთელ რიგ სამსახურებში. შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იქნება მომდევნო წლიდან, იქნება ასევე, ატესტაციები, კონკურსები და შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს, განათლება და პატიოსნება, აუცილებლად იმუშავებენ ჩვენთან,“ - განაცხადა კახი კალაძემ. 

დღის ამბები