08 დეკემბერი 2024,   19:10
ვრცლად
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. შესაბამისი უწყება პროკურატურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაკითხვაზე 18 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს.

უწყების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში, რომლის წარმოება 2017 წლის 4 დეკემბერს დაიწყო.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის საქმის 4 მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს და ასევე 110-ე მუხლით, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დამხობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები