08 დეკემბერი 2024,   20:07
ვრცლად
არჩევნების დროს "შავი ფულის" შესაძლო გამოყენება - ურთიერთბრალდებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

თვითმმართველობის არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური საბოლოო ანგარიშს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, მალევე უნდა გახდეს ცნობილი პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებიც.

მმართველი გუნდის წვერები ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენებმა წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი სურვილით შეწირეს და მათ ეს ფული ლეგალურად, თეთრი ბუღალტერიით დახარჯეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო არჩვენებზე დიდი ოდენობით არალეგალური ფული დახარჯა, იმის მიღმა, რაც დოკუმენტებში ოფიციალურად აჩვენა.

„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ „შავ ფულს“ ხელისუფლება კონკრეტულ პირებთან გარიგეგების შედეგად ხარჯავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის მიხედვით, არჩევნებზე მმართველი პარტიისთვის შეწირული თანხები მკვეთრად აღემატებოდა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის შეწირულს. მმართველი გუნდის დამფინანსებელი პირები კი არჩევნებამდე გარკვეული სახის მატერიალურ სარგებელს იღებდა.

ვრცელ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კონკრეტული სახელებით, გვარებითა და სქემებით ხვალ წარადგენს.

დღის ამბები