ამას ჰქვია კონკრეტული დანაშაული სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობით - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, "ენმ"-ის ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, კერძოდ კი, შეწყალების საქმეზე წაყენებულ ბრალს.
მდინარაძე ამბობს, რომ ქვეყენაში თავისუფალი სასამართლო არსებობს და სწორედ მისი გადაწყვეტილება გამოაჩენს კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილის და "ენმ"-ის წევრების რეალურ სახეს.
„თქვენ რაც არ უნდა არწმუნოთ საზოგადოება, რომ ვიღაცა ვიღაცამ შეიწყალა და ამაზე ბრალს უყენებენ, სინამდვილეში, როდესაც არის წინასწარ დაპირებები, ეს იქნება რომელიმე თანამდებობის პირი, რომელსაც ეს ხელეწიფება თუ პრეზიდენტი თუ ასე შემდეგ, ამას ჰქვია კონკრეტული დანაშაული სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობით. დანაშაულის შემადგენლობა გვაქვს აქ, მაგრამ ამაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ საქართველოში საბედნიეროდ თქვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არის ობიექტური სასამართლო და ამას ბეჭედს დაუსვამს თუ ეს დადასტურდება ეს სასამართლო და კიდევ ერთხელ დადასტურდება რეალური სახე თქვენი ხელისუფლების და თქვენი ლიდერის,“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ რომან გოცირიძეს.