20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს 

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. სხდომაზე კანონმდებლებმა ცვლილებათა პაკეტს კენჭი დღეს უნდა უყარონ. საუბარია საკონსტიტუციო რეფორმით მიღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების, ერთჯერადად, 2020 წლისთვის შენარჩუნებაზე, შესწორებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში, ასევე, პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე.

ცვლილებებს მხარს არ უჭერს უმცირესობა, რის გამოც “ქართული ოცნება“ ოპონენტებს აკრიტიკებს.

„ეს არის იმ დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგი, რომელიც თქვენ ამ ხნის განმავლობაში გქონდათ კონსტიტუციური რეფორმის მიმართ და სხვას ვერაფერ ვერ ვიფიქრებთ. სწორედ ამ დამოკიდებულების ტყვეობაში იმყოფება დღეს ოპოზიცია,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა უპასუხა.

„ეს არის ის ნორმები, რომელიც ერთი თვის წინ თქვენ მიიღეთ ზარზეიმით და ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ როგორი უკეთესი და როგორი კარგი ცვლილებები ხდება, ამაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ამიტომ, ძალიან გთხოვთ იმაზე კი ნუ ისაუბრებთ, ვის ტყვეობაშია ოპოზიცია, თქვენ ვის და რის ტყვეობაში ხართ, როდესაც ასე თვეში ერთხელ ცვლით კონსტიტუციას, ამაზე ისაუბრეთ,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ დებატების ნაცვლად, გაჩუმება ურჩია „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები