20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
"საქართველოში აშენებენ პოლიციურ სახელმწიფოს"-ოპოზიცია კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებების ჩადებას ითხოვს

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს ახალ კონსტიტუციაში შესატან ახალ ცვლილებებს.

დღესვე, ცვლილებების განხილვა მეორე მოსმენით უკვე საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, სადაც მთავარი სადავო თემა საჯარო ინფორმაციის განმარტება იქნება. 11 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნას განმარტება თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საიდუმლო ინფორმაციად. შესაბამისად, ბუნდოვანი ხდება ზღვარი საჯარო და საიდუმლო ინფორმაციას შორის. რასაც სამოქალაქო სექტორი და ოპოზცია დემოკრატიული სტანდარტის გაუარესებად აფასებ.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას გაითვალისწინებს მმართველი გუნდი ამით ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციურობის სტანდარტი გაუარესდება. ოპოზიცია საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლებელია ეს ხელისუფლებამ გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის.

„შეიძლება ბევრმა არ დაიჯერა ეს, რომ საქართველოში აშენებენ პოლიციურ სახელმწიფოს და მივდივართ უკვე დამთავრებისკენ. პირველი იყო, ჩვენს ანგარიშებზე მისცეს საგადასახადო სამსახურს წვდომა და ეს გავატარეთ ასევ თქვათ. შემდეგ ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადაიტანეს ეროვნულ ბანკში და ნებისმიერი ჩვენი ტრანზაქცია, ნებისმიერი ოდნავ დიდი ყიდვა-გაყიდვაფაქტობრივად მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ არის. ჯერ მოსმენების კანონი მიიღეს, შემდეგ უკვე უამრავი სხვა ცვლილება და ახლა კონსტიტუციით უნდათ ადამიანების პირადი ცხოვრების მაქსიმალური  კონტროლი, იმისთვის რომ ჩვენ არ გვქონდეს იმის უფლება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შევცვალოთ დემოკრატიული გზით,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ გამჭირვალეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემებია თუმცა დღეს გაცილებით უფრო კონკრეტული არის და ზუსტად არის განსაზღვრული თუ რამ შემთხვევაშ შეიძლება რომ არ გასცეს ინფორმაცია.  

„ამ მიმართულებით ხდება გაფართოება და ხდება მუხლი ბუნდოვანი და როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ისარგებლოს ამით და კიდევ უფრო გაუმჭირვალე გახდეს ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციას ემუქრება პრობლემა სწორედ ამ მიმართულებით,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაში მიუღებელი არაფერია.   

დღის ამბები