რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მორიგი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა. სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აუცილებელია, ქართულმა მხარემ განაგრძოს სართაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ვალდებულებები, რომელიც რუსეთს აქვს შესასრულებელი, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ისმევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა დაბრუნების საკითხი, რომელზეც არსებითი დისკუსიების გამართვა უკავშირდება ძალიან პოლიტიზირებულ მცდელობებს იმისა, რომ ასეთი დისკუსია არ შედგეს. მინდა იმედი გამოვთქვა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომ დაეთმოს ამ მნიშვნელოვან საკითხებს ჯეროვანი ყურადღება,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.