პოლიტიკური ურთიერთბრალდებები პარლამენტში - საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. მაუწყებლის შესახებ კანონის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის დეფიციტზე საუბრობს. გოცირიძის თქმით, სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრი სოციალურ ქსელში თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად აფიქსირებს.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მთავარ სამიზნეს არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ ყველა კრიტიკული მედიასაშუალება თუ გადაცემა წარმოადგენს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების განცხადებებს აკრიტიკებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ოპონენტებს მიმართავს და სთხოვს განმარტებას, რომელი ევროპული მაუწყებლის საერთო ქცევის წესით შტურმით აიღეს „იმედი“.