"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში დედაქალაქის მთავრობას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული, რადგან ორბელიანისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაცია ერთიანი პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო.
“მასში არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი კრიტერიუმებისა და საერთაშორისო მეთოდოლოგიით აღიარებული, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული კონსერვაციის და ინტეგრირებული რესტავრაციის პრინციპებს“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა.
ოპოზიციის კრიტიკას თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა უპასუხა. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ ძველი თბილისის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.