20 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ფინანსური პირამიდის კიდევ ერთი მსხვერპლი - თამუნა თოდუა მაღალჩინოსნებს მფარველობაში ადანაშაულებს

ფინანსური პირამიდის კიდევ ერთი მსხვერპლი - თამუნა თოდუა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად თავშესაფრის გარეშე დარჩა. წლების წინ ბინის გირაოს სანაცვლოდ ნასესხები 5 000 დოლარი დღეს უკვე 38 ათასიან დავალიანებად იქცა და მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა.

ერთადერთი ადგილი, სადაც ოჯახმა შესაძლოა, თავი შეაფაროს, სახლის სარდაფია, მაგრამ იქ შესაღწევად ბინის გავლაა საჭირო.

თამუნა თოდუასთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ბინის დაცლა დაიწყეს.

„მთავრობის გარკვეული მაღალჩინოსნები მფარველობენ. მქონდა მე ზაზა ხუციშვილთან შეხვედრა, რომელმაც აღიარა იმ პიროვნებაზე, რომ მაგ ადამიანს შეიძლება 10 ათასი დოლარი ჰქონდეს ჩადებული, მეტი არა. „ქართული ოცნებიდან“ ბატონი გიორგი ვოლსკი,“ - განაცხადა თამუნა თოდუამ.

თოდუას ბრალდებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე არასდროს ყოფილა და ამბობს, რომ შესაძლოა, თამუნა თოდუა ცდება.

დღის ამბები