20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
მისი გადასაწყვეტი არც გაპრემიერება არ იყო და არც თანამდებობიდან წასვლა არ იქნება - თინა ბოკუჩავა 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერმინისტრმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

განცხადება ბოკუჩავამ განსხვავებულ აქცენტებში ტენდერების სკანდალზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის არც დანიშვნა და არც გადადგომა თავად კვირიკაშვილის გადაწყვეტილება არ იქნება.

ბოკუჩავა გია გაჩეჩილაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ ღიმილის მომგვრელია.

თინა ბოკუჩავას თქმით,  გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირება წილების ვერგაყოფას უკავშირდება. 

„მაშინ, როდესაც გრეჩიხამ მისმა ძმაკაცმა გადაწყვიტა, რომ საქმე მას საჯაროდ გაურჩიოს და რა თქმა უნდა, ეს გარჩევა უკავშირდება იმას, რომ, უბრალოდ, ძმაკაცებმა ვერ გაიყვეს წილები და არა საკუთარი წილები, არა ბიძინა ივანიშვილის წილები, არამედ ხალხის ფული, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ვერ გაიყვეს, მაშინ კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ გადადგეს, ეს ღიმილის მომგვრელია პრემიერის მხრიდან,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მან ის ფაქტები გაიხსენა, რის გამოც, მისი თქმით, პრემიერს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ეს არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმე, ხანძრების ლიკვიდაციის პრობლემა, რუსთავი2-ის საქმე და ასევე სპეცოპერაცია, რადგან როგორც ბოკუჩავა ამბობს, დამტკიცდა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები