„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს უკვე დალაგებული აქვს უკვე კორუფციული სქემები,“ - ეს განცხადება ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, საზოგადოებრივი "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
„რეალურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ისწრაფვის, რომ გაექცეს ყოველგვარ კონტროლს, ხარჯოს ფული, როგორც უნდა, სტარტაპები არ არის საჭირო. ჩემი ემპირიული ცოდნა მკარნახობს, რომ კორუფციული სქემები არსებობს უკვე,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
განსხვავებული აქცენტების ეთერში ნინო ჯანგირაშვილი ვასილ მაღლაფერიძეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი დირექტორად მისვლის შემდეგ მაუწყებელი წინ არ წავიდა.
მისი თქმით, მენეჯმენტი დამატებითი შემოსავლების აუცილებლობას ვერ განმარტავენ.
ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა კორუფციული სქემისა, კერძო კომპანიებს დააზარალებს.
„როგორც კი მაღლაფერიძე მოვიდა, მაშინვე დაიწყო ამ კანონპროექტის ინიცირება. იცით როგორ მოხდა? ჩუმად, აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ. ქალბატონმა ეკა ბესელიამ ეს აიღო საკუთარ თავზე, იპოვა ხელმომწერი ინიციატორები, რომელთაგან უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა ეს კანონპროექტი რა იყო,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
მისი თქმით, იურიდიული კომიტეტის შემდეგ განხილვა დარგობრივ კომიტეტში გაგრძელდა, რომელმაც ჩააგდო აკნონპროექტი.
„აღვირახსნილი ლობირება მიდიოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს კაბინეტში დაადგნენ თავზე მაღლაფერიძე და მთელი მისი შანტრაბა, საქმეებს ურჩევდნენ,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ჯანგირაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დეპუტატები პულტების გამოყენებაც მოხდა კენჭისყრის დროს, რომლებიც არ ესწრებოდნენ სხდომას.