ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, თბილისის მოსახლეობას პარტიის ეკონომიკურ პროგრამას და იმ ალტერნატიულ გეგმას აცნობს, რომლის თანახმადაც, 2018 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდაა შესაძლებელი.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლები თბილისში სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ჯუნა გოდიშვილის, ოჯახს ესტუმრნენ.
მას 2014 წელს მედიკამენტებზე დაფინანსება შეუწყვიტეს, ხოლო 2016 წელს მთლიანად მოუხსნეს სოციალური დახმარება.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, ბიუჯეტში შესაძლებელია 1 418 000 000 მილიონი ლარის დაზოგვა და ამ თანხის სოციალურ პროექტებზე მიმართვა.