ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, მმართველ გუნდს მოუწოდებს, გაითვალისწინოს სტრასბურგის გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.
ხატია დეკანოიძის თქმით, ვანო მერაბიშვილის არის პოლიტპატიმარი და ამას ადასტურებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც.
"საქართველო გადავიდა დიქტატორული მმართველობის სტილში, როდესაც ქვეყანას ჰყავს უკვე აღიარებული პოლიტპატიმრები და ეს ადამიანები სხედან ციხეში იმიტომ, რომ მათ ჩვენება არ მისცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. რეალურად ამას ადასტურებს მათი განცხადება, ამას ადასტურებს სტრასბურგის გადაწყვეტილება. ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას განთავისუფლებული. მათ შორის მერაბიშვილზე სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი აუცილებლად უნდა იყოს განთავისუფლებული და არის პოლიტპატიმარი, რადგან დარღვევაა ძალიან მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების პრინციპის," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.