20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ავიაციის სააგენტოს სკანდალი - სააგენტოს მაღალჩინოსნების კუთვნილმა შპს-მ, სავარაუდოდ, სერთიფიკატი ფრენისთვის უვარგის თვითმფრინავებზე გასცა

ავიაციის სააგენტოში დაწყებული საკადრო ცვლილებები შესაძლოა, შპს "საქართველოს სატრანსპორტო საკონსულტაციო სააგენტოს" დარეგისტრირებას უკავშირდებოდეს.

საუბარია სააგენტოს მაღალი თანამდებობის 2 პირზე, რომლებმაც სახელდახელოდ კერძო სააგენტო საქართველოს სატრანსპორტო საკონსულტაციო სააგენტო დაარეგისტრირეს.

კომპანიის საეჭვო საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კონკრეტულმა ავიაკომპანიები დაინტერესდნენ, რამდენად საფუძვლიანად ჩაუტარა შემოწმება ქართული მხარის მიერ სერთიფიცირებულმა კომპანიამ იმ თვითმფრინავს, რომელიც გაირკვა, რომ თითქმის უვარგისი იყო ფრენისთვის.

სავარაუდო კორუფციის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ობიექტურ გამოძიებას შეუძლია. მთავარი კითხვა კი, რომელიც ჩნდება სავარაუდო დარღვევების ფონზე, არის ის, თუ რამდენად დაცულია უსაფრთხოება ცაში.

დღის ამბები