20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ე.წ. კარვების ქალაქი - კორუფცია კიევში და მასთან მებრძოლი ადამიანები

უკვე მეორე თვეა, კიევში, რადას წინ, კარვების ქალაქში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულები და კიეველები ცხოვრობენ. ომის ვეტერანების და რიგითი მოქალაქეების მოთხოვნა პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სხვადასხვა რეფორმაა.

შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე თავად იცავენ წესრიგს. პოლიცია გარეთ პატრულირებს, ავტობუსებში მუდმივად მობილიზებულია გვარდია. მოთხოვნები კარვებზე წერია. 

კარვების ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობა 2014 წელს ევრომაიდანზე იყო. ისინი ყვებიან, რომ რევოლუციის შემდეგ გარკვეული პერიოდი ჰქონდათ იმედი, თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ სიტუაცია არ იცვლებოდა და ქვეყანა კვლავ ოლიგარქების ხელში ჩავარდა.

კარვების ქალაქში რამდენიმე ქართველიცაა. ანზორ სარიშვილი ოჯახთან ერთად უკრაინაში 1999 წლიდან ცხოვრობს.

სააკაშვილის მიმართ ინტერესია მედიაში. newsone-ის ჟურნალისტი ყვება, რომ ახლა მისთვის პროფესიულად საინტერესო სამუშაოა.

იმ ყველაფრის მერე, რის მომსწრეც მთელი მსოფლიო გახდა, ქუჩაში თავისუფლად მოსიარულე მიხეილ სააკაშვილი ხალხის ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. ქუჩაში მასთან ინტერვიუს ჩაწერა თითქმის შეუძლებელია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებენ, იღებენ ფოტოებს ან ესაუბრებიან.

 

დღის ამბები