20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
გამორიცხულია კვირიკაშვილის გადადგომა - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამორიცხავს. ჩუგოშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და პრემიერი თანამდებობაზე რჩება.

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან ორი ახალი ფრაქციის გამოყოფას, ჩუგოშვილის თქმით, ფრაქციების შექმნა მხოლოდ მენეჯმენტურ მიზნებს ემსახურება.

„გამორიცხულია კვირიკაშვილის გადადგომა. არანაირი კავშირი არ არის ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ჩვენ ეთერების საშუალებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები