20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
განაწყენებული ადამიანების გადაჯგუფება - ოპოზიცია "ქართული ოცნების" წევრების მიერ ახალი ფრაქციების შექმნაზე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფას და ახალი ფრაქციების შექმნას ოპოზიცია მმართველ გუნდში დაპირისპირებას უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ფრაქციები განაწყენების გამო იქმნება, განაწყენება კი, მათი განცხადებით, პრემიერ კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

„ამ ფრაქციებს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან, ეს არის შიგნით განაწყენებული ადამიანების გადაჯგუფება და ყველა განაწყენებული თუკი ფრაქციას შექმნის, პარლამენტის ბიუჯეტი საკმაოდ დაიხარჯება. ფრაქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. დღეს უკვე უმრავლესობას პარლამენტში ეყოლება 8 ფრაქცია. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 ფრაქცია არის 16 მანქანა, უამრავი მივლინების ხარჯები, აპარატი,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით კი, მმართველი გუნდი იშლება იმიტომ, რომ მათ შორის არანაირი იდეოლოგიური ერთობა არ არსებობს.

„ქართული ოცნების“ შიგნით არანაირი იდეოლოგიური ერთობა არ არსებობს. ეს ადამიანები გაერთიანებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო ფინანსების გარშემო, იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მომავალში, სხვა ტიპის დაშლაც არ უნდა გაგვიკვირდეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები