თურქეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს გახსნას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ქალაქ კარამანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მსოფლიოს ლიდერებს არა ერთხელ მოუწოდა, რომ ამ ნაბიჯის საპასუხოდ, აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადონ.
იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი ისრაელმა 6 დღიანი ომის შემდეგ, 1967 წელს დაიკავა და მის ამ ნაბიჯს საერთაშორისო გაერთიანება არ აღიარებს.