20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"სემეკმა" თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

"სემეკმა" თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო. "სემეკის" წევრების განცხადებით, ისინი ეკონომიკის სამინისტროსგან ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსს ელოდებიან, რომლის გარეშეც, შეუძლებელია დადგინდეს საბოლოო ტარიფი.

ენერგეტიკის სამინისტრო, სავარაუდოდ, ხვალ მიაწვდის ბალანსს და სავარაუდოდ, ხვალვე დადგინდება ჰიდროელექტრო და თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის ოდენობა.

დღეს, კონკრეტულად 4 თბოელექტროსადგურის სატარიფო განაცხადზე იმსჯელეს, განიხილეს მათი დანახარჯები და ინვესტიციები. 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (GIG) გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში, ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის პრობლემას ვალუტის ცვლილება წარმოადგენს.

„ჩვენი ხედვა არის ის, რომ კომისიამ თვითონ მეთოდოლოგიას გრძელვადიანად გადახედოს და უფრო მყისიერად, შეიძლება იყო ყოველთვიური, ასე ვთქვათ, სქემით ხდებოდეს კორექტირება ტარიფის და არა დავუშვათ 6 თვიანი ან ერთწლიანი, რაც აქამდე იყო,“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

"საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" წევრი, გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ განმანაწილებელი კომპანიების ტარიფების გადახედვა ყოველწლიურად ხდება და ასე დარჩება.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყოველთვიურად დაითვალოს რომელიმე ტარიფი, მსოფლიოში არ აქვს ანალოგი ასეთ პრაქტიკას,“ - აცხადებს გიორგი ფანგანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დიდი ალბათობით არ გაიზრდება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები