20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" გამოყოფილი ფრაქციების დაკომპლექტებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ორი ახალი ფრაქციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს გოჩა ენუქიძე. ამ ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან ილია წულაია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, თამაზ ნავერიანი და გოდერძი ჩანქსელიანი.

მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვინ იქნება მეორე ფრაქციის შემადგენლობაში. დეპუტატების ნაწილი ადასტურებს, რომ იმ ფრაქციის შემადგენლობაში იქნება, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ეგრეა, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნები, ვრცელდება ახალი ინფორმაციები დაპირისპირებასთან და კულუარულ გინებებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად სიცრუეა. დაახლოებით ორი თვის წინ გაგვიჩნდა ეს იდეა,“ - განაცხადა პაატა მხეიძემ.

ნაწილი კი ამბობს, რომ ჯერ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„მიდის კონსულტაციები და ამის მიხედვით ყველაფერს გაგარკვევთ,“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა. 

დღის ამბები