08 დეკემბერი 2024,   19:03
ვრცლად
მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს ან სასამართლოს, ეს რჩევა პრემიერისგანაც მიიღო - წულუკიანი "უცნობის" კრიტიკაზე საუბრობს

„მე გაჩეჩილაძეს ვუსმინე, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა, რომ ერთი რომელიმე მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გია გაჩეჩილაძის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი გაჩეჩილაძე ხელისუფლების კარტერულ გარიგებებზე და კლანურ ბიზნესინტერესებზე საუბრობს. გიორგი გაჩეჩილაძე ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებასა და ამ სქემაში ჩინოვნიკების მონაწილეობაში ადანაშაულებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, გიორგი გაჩეჩილაძეს პროკურატურისთვის ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

„მან მთხოვა, რომ ჩვენი სისტემის თანამშრომლები ბატონ ჟორდანიას შეხვედროდნენ, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სახელმწიფოსთან დავა, ჩვენმა თანამშრომლებმა ბატონ ჟორდანიას მოუსმინეს და მისცეს სამართლებრივად სწორი მიმართულება, თუ როგორ შეიძლება მან თავისი 90-იანი წლებიდან დარღვეული უფლებები აღიდგინოს. სხვა რომელიმე კონკრეტულ თემაზე „უცნობთან კონტაქტი“ არ ყოფილა, რაც მან ასევე, დაადასტურა,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

მინისტრი გია გაჩეჩილაძეს პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის წევრების მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

„მე მას ასევე, ვუსმინე, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა, რომ ერთი რომელიმე მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი, რადგან ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ჩვენი გუნდის პრინციპი არის ერთი და იგივე, ის, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს და თუკი რაიმე პრობლემა, რომელიმე მოქალაქე ჰგონია, რომ არსებობს, ამ პრობლემის შესახებ შეგვიძლია მივმართოთ იქნება ეს საგამოძიებო ორგანოები თუ სასამართლო, ეს რჩევა, მე როგორც ვიცი, ასევე პრემიერისგანაც მიიღო,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა მცირე კომენტარი მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა და არნიშნა, რომ ეს უკრაინის გადასაწყვეტია.

ამავე თემაზე
დღის ამბები