20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ჩანაწერები, რომელსაც უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად იყენებს, სრული არ არის - ექსპერტი

აუდიო ჩანაწერები, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად იყენებს, სრული არ არის და 24 სხვადასხვა ფრაგმენტისგან შედეგბა. სკანდალური განცხადება დამოუკიდებელმა ექსპერტმა კირილ უსკოვმა ტელეკომპანია ICTV-ის ეთერში გააკეთა.

მისი მტკიცებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები სხვადასხვა საუბრების ნაწყვეტებისგან შედგება და არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება. ექსპერტი ამბობს, რომ ეს არ არის მობილური ტელეფონის ჩანაწერები და სავარაუდოდ, დიალოგს ან ერთ-ერთი მხარე იწერდა ან ფაილი ცენტრალური კომუტატორიდან არის ამოღებული.

უსკოვი ამბობს, რომ ჩანაწერში არ არსებობს უწყვეტი 30 წამი, შესაბამისად მასალა, მისი თქმით, ექსპერტიზას ხმის ავთენტურობის დადგენის საშუალებასაც არ აძლევს.

„ჩანაწერი სულ მცირე 24 ფრაგმენტისგან შედგება. ჩანს მათი შეერთების ადგილი და ის, რომ ეს ჩანაწერები სხვადასხვა წყაროდანაა მოპოვებული, ასევე ის, რომ ერთმანეთთან შეერთებულია რამდენიმე დიალოგის ფრაგმენტი. ამ ჩანაწერის მიხედვით, იმის კატეგორიული მტკიცება, რომ დასახელებული პირები ამ საუბრის მონაწილეები იყვნენ, შეუძლებელია. თეორიულად კი, აქ ნებისმიერი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, დაწყებული იმით, რომ სააკაშვილი ესაუბრებოდა კურჩენკოს. დასრულებული იმით, რომ ეს არ არის სააკაშვილი და ვიღაც პირი თავის ოჯახის წევრს ელაპარაკება," - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი კირილ უსკოვი.

დღის ამბები