უკრაინის სასამართლოში დღეს საქართველოში დეპროტირებული პირების საქმეები განიხილება. მიხეილ აბზიანიძე და დავით მაყიშვილი სასამართლო პროცესის დასრულებას საქართველოში დაელოდებიან, რადგან მათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ოქტომბრის შემდეგ აღარ აქვთ.
აბზიანიძის ინფორმციით, კიევი უსაფუძვლო საქმის აცილებას ცდილობს და განხილვებმა შესაძლოა ოდესაში გადაინაცვლოს.
"უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, გადაიტანოს ფა მაქსიმალურად გაგვიწელოს ჩვენი საქმე, რადგან არ უნდათ ჩვენი საქმის დამტკიცება და აღიარება, რომ ჩვენი მართლები ვიყავით უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. არ მჯერა, რომ უკრაინის სასამართლო გაამართლებს ჩემს საქმეს და აღიარებს, რომ მე დასაშვები ვარ უკრაინისთვის. ყველა ინსტანცია უნდა გავიარო როგორც წესია და აქედან გამომდინარე, სტრასბურგში აუცილებლად ვიჩივლებ," - აცხადებს მიხეილ აბზიანიძე.
მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამი წევრი სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომლებმა კიევიდან თბილისში სპეციალური ავია რეისით ოქტომბერში ჩამოიყვანეს.