საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პოლონეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარემ მოაწერა. დოკუმენტი საერთო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დიალოგს, ურთიერთმხარდაჭერას, აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, გაცვლით პროგრამებს და საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს.
გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. აქცენტი ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
„პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში და ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო წაახალისებს მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას. ასევე, ჩვენი შეთანხმება ხელს შეუწყობს კომიტეტებს შორის თემატურ თანამშრომლობას,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.