20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე მუშაობა დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. დღეს კომიტეტმა "სოციალური მუშაკის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია წარადგინა. 

სოფო კილაძის თქმით, ახალი კანონის პროექტი დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით მომზადდა და მისი ძირითადი მიზნებია, ინდივიდზე ორიენტირებული სოციალური მუშაობა და ინდივიდის მდგრადი ინტეგრაცია, ადამიანის უფლებების დაცვის მყარი მექანიზმების უზრუნველყოფა.

„ეს კანონპროექტი ემსახურება, როგორც ინდივიდების დაცულობას და გაძლიერებას, ასევე ემსახურება თავად სოციალური მუშაკის უფლებების დაცვას და მისი როლის გაძლიერებას, მისი სოციალური დაცვის გარანტიებს. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს თუ სწორად დავიწყებთ და სწორად გავაგრძელებთ, დაახლოებით 5 წლის თავზე უკვე ძალიან კარგ და სერიოზულ შედეგს მივიღებთ,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები