20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
პოლიტიკური გაყრა „ქართულ ოცნებაში“ - ორი ახალი ფრაქციის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს მინიმუმ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება

პოლიტიკური გაყრა „ქართულ ოცნებაში“ - წინასწარი გათვლებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე, ორი ახალი ფრაქციის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს მინიმუმ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ფრაქციების გამოყოფა უკეთ კოორდინირებისთვის ხდება.

„ეს განსაკუთრებულ ზრდას ხარჯების კუთხით არ გამოიწვევს, ვინაიდან, დაფინანსება არის დაკავშირებული ცალკეულ დეპუტატებთან, შესაბამისად, როდესაც დეპუტატები ერთი ფრაქციიდან ახალ ფრაქციას ქმნიან, ეს დაფინანსება მათ მიყვებათ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფრაქციის ხელოვნურად დანაწევრება დაუშვებელია.

„4 ფრაქცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თავისი ფინანსური და ტექნიკური აღჭურვილობით, უნდათ შემდეგ დაქუცმაცება და რაღაც ეშმაკურად ხელოვნური სტრუქტურების შექმნა, კი ბატონო, ოღონდ ეს უნდა იყოს, რეგლამენტით ძალიან გართულებული, რომ არ მოხდეს ხელოვნური დანაწევრება პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის, რომლის ძირითადი მიზანი არის ვიღაცებისთვის სტატუსის და კომფორტის შექმნა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ახალი ფრაქციების სავარაუდო თავმჯდომარეების საპარლამენტო მუშაობა პასიურ ფონზე წარიმართა.

„ფრაქციების თავმჯდომარეებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებმაც, რბილად რომ ვთქვათ, გასული საპარლამენტო საქმიანობა ჩაატარეს აბსოლუტურად პასიურად, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ არანაირი გამოსვლა და არანაირი პოლიტიკური განაცხადი მაგთან საზოგადოებას არ მოუსმენია, როგორც ჩანს საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ პირად უკმაყოფილებასთან, რომლის გამოც, ხდება გამიჯვნა ერთმანეთისგან, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით მილიონობით ლარი დაუჯდება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები