20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ლევან ალაფიშვილი ვარაუდობს, რომ კახა კალაძე პრემიერობისთვის ემზადება

ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძეს აქვს. ამის შესახებ ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ ის არჩეული მერია, რომელსაც მმართველ გუნდში არსებული გადაჯგუფებები ვერ შეეხება.

„ქართულ ოცნებაში“ პროცედურული ომია და გაზაფხულამდე იქნება ის პროცესი, რომელსაც საპარლამენტო კონფიგურაციას არსებითად შეცვლის. ლევან ალაფიშვილის განცხადებით წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და სწორედ კალაძის ხაზით ჩატარდება როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები. ექსპერტი ფიქრობს, რომ კალაძე საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ამბობს, რომ კახა კალაძე საკმაოდ ფრთხილად თამაშობს. 

დღის ამბები