20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ბიზნეს ჯგუფებს შორის ბალანსის შექმნას ემსახურება

„სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ჩვენ ვუყურებთ დაპირისპირებას არა პოლიტიკურ გუნდებს შორის იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" ასეთი გუნდები არ არსებობენ, არ არსებობენ პოლიტიკური ლიდერები და შესაბამისად ვერ იქნებიან მათი გუნდები. ვხედავთ რეალურად დაპირისპირებას მსხვილ ბიზნეს ინტერესთა ჯგუფებს შორის,“-ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მმართველ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებს. მისი თქმით მსხვილი ფინანსური და ბიზნეს ჯგუფები შევარდნაძის და სააკაშვილის დროს არ ყოფილან, ახლა კი მათ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ პარლამენტში გავლენებისთვის.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ბიზნეს ჯგუფებს შორის ბალანსის შექმნას ემსახურება.

მისივე განცხადებით ამ ჯგუფებს შეიძლება გაუჩნდეთ ინტერესი პრეზიდენტის კანდიდატის მიმართაც.

პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ გავლენების მოსაპოვებლად დაპირისპირებები მომავალში გაღრმავდება. 

დღის ამბები