თქვენ ჩარჩენილი ხართ წარსულში, ისევ იზრდებით მენტალურად ადეიშვილის ჩრდილში - ამ განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.
წულუკიანმა ბოკერიას მიერ ჩატაევის ციხიდან გაშვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. გიგა ბოკერია დაინტერესდა, ვინ გადაფარა წულუკიანის პოლიტიკური წონა და ვისი სურვილით გათავისუფლდა ახმედ ჩატაევი ციხიდან.
„პროკურატურის ხელმძღვანელი კბილაშვილი კი იყო, მაგრამ გაფრთხილებო მეუბნება გიგა ბოკერია, ეს არავითარ შემთხვევაში არ ახსენო და თქვი, რომ შენ იყავი პროკურორიც და მოსამართლეო. რა გჭირთ? გამიჯნეთო იძახით, მაგრამ იზრდებით მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ.
"თქვენი გაფრთხილებების მიუხედავად ვახსენებ, რომ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი. თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში. ამიტომაც ხართ წარსულში და დიახ, ჩვენ გვქონდა გენპროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა.
"ბატონო გიგა ნუ ღელავთ. ვიცი, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, რომ იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის გამოსვლის წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.