20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების ის მომენტი, როგორ მოხვდა ის ხალხი აქ - შს მინისტრი ტერორისტული დაჯგუფების წევრებზე

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების ის მომენტი, როგორ მოხვდა ის ხალხი აქ - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

ბოკერია დაინტერესდა, როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე.

„თქვენი შეკითხვა არის საკმაოდ კონკრეტული, პირდაპირ ეთერში ვართ და რეალურად ამ შეკითხვას შემდგომ გაგრძელება მოჰყვება. არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების ის მომენტი, როგორ მოხვდა ის ხალხი აქ. ვიმეორებ, რომ საზღვრის დაცვის რეფორმირების აუცილებლობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც. თუმცა, იყო თუ არა დაფიქსირებული ამ ბინაზე შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები, ეს გამოძიების თემაა და მე ამას აქ ვერ გეტყვით. ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რომ რეალურად ის, რაც გაკეთდა ამ ოპერაციის დროს, ძირითადი კრიტერიუმი და ამოსავალი წერტილი იყო, მოქალაქეების უსაფრთხოების თემა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები