20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრი პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმყოფება

„მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაციები,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის მოისმინოს არა მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკა, არამედ რეკომენდაციებიც. 

კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრესი პრიორიტეტია.

„ჩვენი კაბინეტისთვის, რა თქმა უნდა და ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრეს ღირებულებად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის. ადამიანის უფლებების ინსტიტუციონალური დაცვა, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და სწორედ ეს მიმართულება, მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია აღარ არის უკვე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, არამედ იგი თითქმის მთლიანად განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღის ამბები