20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"არ არის მხოლოდ ქურდული მენტალიტეტი კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ერთადერთი არგუმენტი“ - გიორგი გახარია

„ჩვენი საპატრულო პოლიცია უნდა იყოს უფრო მოქნილი,“ - ეს განცხადება საქართველოს ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ძალოვანი უწყებების შესახებ საუბრისას გააკეთა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საჭიროა პოლიციის რეფორმირება. 

„ჩვენი საპატრულო პოლიცია უნდა იყოს უფრო მოქნილი, მისი რეფორმირების პირველი ეტაპი ძირითადი ფოკუსირებული იყო მის იერსახეზე ე.წ. ფრონტ ოფისზე. დღეს უკვე დროა, რათა ჩვენ მოვიყვანოთ წესრიგში შიდა პროცედურები და შიდა პროცესები, რათა ჩვენ მოქალაქეებს არ მოუწიოთ რიგში დგომები. ეს ის კომპონენტებია, როდესაც პოლიცია,როგორც პლატფორმა ინტეგრირებული სერვისების, საპატრულო პოლიციას ვგულისხმობ, უნდა იყოს უფრო ახლოს მოქალაქესთან. არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქურდული მენტალიტეტი კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ერთადერთი არგუმენტი. უბრალოდ, ჩვენც ჩვენ თანამშრომლებზეც უნდა ვიზრუნოთ და ელემენტალურად მათ შევუქმნათ ისეთი შრომის პირობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად ებრძოლონ კრიმინალს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობას საშუალება ქონდა, ძალოვანი უწყების მინისტრებისთვის შეკითხვები დაესვა.

დღის ამბები