„ელექტრონულად საქმეების განაწილების შესახებ კანონის მოქმედებას ნუ გადაავადებო მოუწოდებს თავად კანონმდებელი აბესაძე იუსტიციის მინისტრს და არ იცის, რომ იუსტიციის მინისტრი კანონს ვერ ცვლის თავად კანონმდებელმა,“ - ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.
წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელმაც სასამართლო სისტემის რეფორმირების გაჭიანურებაზე ისაუბრა.
აბესაძემ ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა და მმართველი გუნდი პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.